აჭარაში მოქმედი სიმღერის და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. მასში 103 ანსამბლი და 2 335 შემსრულებელი მონაწილეობდა.
გრანპრის მფლობელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის კლუბთან არსებული ანსამბლი „ჩაქურა“გახდა. კონკურსში 20 გამარჯვებული გამოვლინდა. ოლიმპიადა მეცხრედ ჩატარდა.