ენმ პროვოკაციას აწყობს - თორნიკე რიჟვაძე​ დეპუტატის მიერ სასტუმროდან ქალის გამოძევების მცდელობაზე

10 მაისი 2019, 15:03 2641 ნახვა

2 დღის წინ ხულოში მომხდარ ინციდენტს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. დავით გაბაიძე აცხადებს, რომ ინციდენტის დეტალები არ იცის, თუმცა ეჭვობს, რომ შესაძლოა   ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.  

საკითხზე კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ნაციონალური მოძრაობა და მათი კანდიდატი პროვოკაციებს აწყობენ, რასაც მმართველი გუნდი არ წამოეგება და არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება.  

შეგახსენებთ, 7 მაისს ხულოში პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მისი ოჯახის კუთვნილი სასტუმროს ნომრის დატოვება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს მოსთხოვა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი