საქართველოს ჩემპიონატის 10 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის ‘’დინამო’’ ბათუმის ლეგიონერი მოხვდა

08 მაისი 2019, 19:59 6376 ნახვა

ცნობილმა გერმანულმა საფეხბურთო სააგენტომ - ტრანსფერმარკეტმა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.

კრისტალებთ ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, თბილისის ‘’საბუთალოს’’ 20 წლის თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძეა. ახალგაზრდა თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი, გერმანული გამოცემის თანახმად, 500 000 ევროა. კოხრეიძემ მიმდინარე სეზონში, 8 მატჩში 2 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

საქართველოს ჩემპიონატის 10 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის მოხვდა ‘’დინამო’’ ბათუმის 22 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ფლამარიონ ჯოვინო. ბრაზილიელის სატრანსფერო ღირებულება 35 %-ით არის გაზრდილი და 425 000 ევროს შეადგენს. ფლამარიონმა მიმდინარე სეზონში, 7 თამაშში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეულშია ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე სამი ლეგიონერიც: ვაგნერ გონსალვეში , ფლამარიონ ჯოვინო და ოლეკსანდრ აზაცკი.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

1.გიორგი კოხრეიძე ‘’საბურთალო’’ 20 წლის 500 000 ევრო

2.ზურაბ დავითაშვილი ‘’ლოკომოტივი’’ 18 წლის 500 000 ევრო

3.ვაგნერ გონსალეში ‘’საბურთალო’’ 23 წლის 500 000 ევრო

4.როინ კვასხვაძე ‘’ტორპედო’’ 29 წლის 500 000 ევრო

5.ლევან შენგელია ‘’დინამო თბ’’ 23 წლის 500 000 ევრო

6.ნოდარ ქავთარაძე ‘’ტორპედო’’ 26 წლის 450 000 ევრო

7.ლუკა გუგეშაშვილი ‘’დილა’’ 20 წლის 450 000 ევრო

8.ფლამარიონ ჯოვინო ‘’დინამო ბთ’’ 22 წლის 425 000 ევრო

9.გაგი მარჯველაშვილი ‘’საბურთალო’’ 22 წლის 400 000 ევრო

10.ოლეკსანდრ აზაცკი ‘’ტორპედო’’ 25 წლის 400 000 ევრო

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში