ხულოში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძება 150-ე, იძულების მუხლით დაიწყო. სოციალურ ქსელში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ხათუნა ბერიძე აქვეყნებს, რომელშიც ჩანს თუ როგორ სთხოვს საქართველოს პარლამენტში მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე მოქალაქეს, რომ საკუთრებაში არსებული სასტუმროს ნომერი დატოვოს.
კადრებში ისმის, რომ კატეგორიულად სთხოვს ორ აქტივისტს დატოვონ შენობა. კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს თუ რატომ აიძულებს ობიექტის დატოვებას, ამბობს, მხოლოდ რომ სასტუმრო მისი საკუთრებაა და აქვს უფლება დააცლევინოს შენობა. ქალი დეპუტატს კანონდარღვევაში ადანაშაულებს და ეუბნება, რომ პასუხობს, რომ ეს არის კანონის დარღვევა და კადრში აჩვენებს რომ მას აქვს დამადასტურებელი საბუთი, რომ ორი დღით იქირავა სასტუმროს ნომერი და თანხაც გადაიხადა.
ხათუნა ბერიძე პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს. მას შემდეგ რაც დეპუტატი იგებს, რომ ხათუნა ბერიძე სავარაუდოდ მობილური ტელეფონით ინციდენტს იღებს, ანზორ ბოლქვაძე ნომერს ტოვებს. დეპუტატის თანხმლებმა პირებმა კი განუმარტეს, რომ ეს მისივე უსაფრთხოებისთვის იყო უკეთესი.