ხმაურიანი შეხვედრა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის - მართვის კომპანიამ შეკრიბა დღეს სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერები, ექიმები, მოქალაქეები, ჟურნალისტები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.
მთავარი თემა სისტემაში არსებული გამოწვევები, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი ხარისხთან დაკავშირებულიპრობლემები და გადაჭრის გზები იყო - სისტემურ პრობლემებს არ იზიარებენ მედიკოსები, უფრო მეტიც, ისინი ქევაყანაში შექმნილ რეალობაში მედიას ადანაშაულებენ. შეხვედრა რამდენიმე ექიმმა დატოვა. დაბალი ნდობის და პაციენტთა სიკვდილიანობის ფონზე, არსებულ ვითარებას საგანგაშოს არ უწოდებენ ექიმები - თეონა თურმანიძე ესწრებოდა შეხვედრა, ასე რომ მისგან გავიგებთ ახლა უფრო მეტს პირდაპირ ეთერში -ტეონა გვითხარი რა გამოიკვეთა - რაში არ ხედავენ სახელმწიფო სტრუქტურების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პრობლემას და რას ამბობს მართვის კომპანიის წრამომადგენელი - რა გამოწვევების წინაშე დგას დრეს ეს სფერო?