სარჩელი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ /სიუჟეტი/

07 მაისი 2019, 18:00 1194 ნახვა

სარედაქციო პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა, თუ მეწილეთა შორის ეკონომიკური დავა,  ტელეკომპანიის აქციების 9 პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე სასამართლოში 26 მილიონ ლარ კომპენსაციას ითხოვს, ტელეკომპანიის ადვოკატს კი სარჩელი დაუსაბუთებლად მიაჩნია.  

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი და იურისტები ქართულ სასამართლოს უნდობლობას უცხადებენ და ითხოვენ,  არხის 9%-იანი წილის მფლობელთან დავა საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილოს. ფაქტს აჟიოტაჟი მოჰყვა პოლიტიკურ და არასამთავრობო წრეებში.  

რუსთავი ორი არის განსხვავებული აზრის მქონე ტელევიზია და ხელისუფლება ცდილობს ეს აზრი ჩაახშოს, რაც მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სჭირდებათ, ასეთი მოსაზრებებია ოპოზიციასა არასამთავრობო ორგანიზაციებში, მედიაექსპერტები კი ქვეყანაში დემოკრატიის და მედიის თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებს ხედავენ, განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ გუნდში, აქ კრიტიკას არ იზიარებენ და საქმეში კერძო ეკონომიკურ დავას ხედავენ.   ნინო ნიჟარაძე  და მისი ადვოკატი  ჩვენს  სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი