დღეიდან 17 მაისის ჩათვლით, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება. ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სასურველ სკოლაში სწავლობს, ასევე ის კატეგორიაც, რომელთა მშობლებიც აღნიშნული სკოლის თანამშრომლები არიან და ბავშვები, რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან ორზე მეტი მოსწავლე გადის რეგისტრაციას.
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ანუ მესამე ეტაპი 17 მაისიდან დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მაშტაბით სკოლებში პირველკლასელებისთვის სულ 59 ათასი ადგილია გათვალისწინებული, თუმცა მოსალოდნელი ნაკადი დაახლოებით 57 ათასია.
წელს პირველ კლასში შესვლის უფლება მას აქვს, ვინც 16 სექტემბერს უკვე 6 წლის იქნება. 2019-2020 სასწავლო წლისთვის პროცედურაში ცვლილებები შევიდა და ის 4 ეტაპად ტარდება.