სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები გამკაცრდება

06 მაისი 2019, 17:45 3805 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის თქმით, უწყება გეგმავს სანქციები გამკაცრდეს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, დგომა-გაჩერების წესების დარღვევასა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის. 

ამის შესახებ მან დღეს, 6 მაისს გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა  -ინფორმაციას on.ge  ავრცელებს. 

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და იგეგმება მთავრობაზე გატანა.  ნინო ჯავახაძის განცხადებით, სანქციები იქნება სხვადასხვა გათვლებზე დაფუძნებული:

"სიჩქარის გადაჭარბებაზე და ყველა იმ კრიტიკული მიმართულებით გამკაცრდება არამარტო ფულადი სანქციებით, არამედ სხვა წესებითაც" - აცხადებს ნინო ჯავახაძე.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი