„დავით გარეჯი საქართველოა“- სამოქალაქო აქტივისტების გზავნილი

05 მაისი 2019, 21:25 1760 ნახვა

დავით გარეჯში სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთი ცოცხალი ჯაჭვი უშუალოდ იმ ბილიკზე გაავლეს, რომელიც სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილს უკავშირდება, სადაც ორი კვირის წინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებსა და ტურისტებს არ უშვებდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამით დააფიქსირეს პოზიცია, რომ აღნიშნული ტერიტორია არის საქართველოს ისტორიული ნაწილი. მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. სამოქალაქო აქტივისტების ინტენსიურ რეჟიმში თვალს ადევნებდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, ასევე მობილიზებული არიან ქართველი მესაზღვრეები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი