საპროტესტო აქცია ბინების დაკანონების მოთხოვნით

05 მაისი 2019, 15:30 1462 ნახვა

 ყოფილი და მოქმედი სამხედროები, თამარ მეფის 54 -ში საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვენ. კორპუსში  44 ოჯახი 2009 წლიდან ცხოვრობს. როგორც აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს მათი გამოსახლება სურს, წასასვლელი კი არსად აქვთ. ოთხსართულიანი შენობა ყოფილ 50-ე ბატალიონს ეკუთვნოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის მიტოვებული და მოუვლელი იყო. როგორც ყვებიან საცხოვრებლები თავად შეაკეთეს, თავდაცვის უწყება  კი ინიციატორი იყო მიტოვებულ შენობაში სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები შესახლებულიყვნენ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, თავის დროზე უწყებამ ოჯახებს ელექტროენერგიის და წყლისა მიწოდების თხოვნით წერილი ენერგო პრო ჯორჯიას თავად გაუგზავნა. ყოფილი და მოქმედი სამხედროების ოჯახები  ვარაუდობენ, რომ თავდაცვის უწყებას ტერიტორიის გასხვისება სურს.  აქციის მონაწილეებთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მივიდა.

რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით გამოსახლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ხვალ კი ეკონომიკის სამინისტროში საინიციატივო ჯგუფიდან 4 ადამიანს შეხვდებიან და თავდაცვის სამინისტროსთან შესაძლოა შუამდგომლობის წერილი გააგზავნონ ვითარებაში გასარკვევად. როგორც თავდაცვის სამინისტროში გვითხრეს, გამოსახლება არ განიხილება. იმ ყოფილ ან მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს კი, რომლებსაც საკუთრების დამადასტურებელი რაიმე სახის იურიდიული დოკუმენტი გააჩნიათ ან 2007 წლის კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნით საცხოვრებელი ფართი თავდაცვის უწყებაში არსებული სპეციალური კომისიის მიერ, მათ საკითხს განიხილავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი