მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას და თომას კვირას აღნიშნავს

05 მაისი 2019, 12:21 1553 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას და თომას კვირას აღნიშნავს, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. საეკლესიო სწავლებით, კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე უფლის აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც, მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.

კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. დღეს ტაძრებში დაჭრილი არტოსი - საგანგებოდ გამომცხვარი პური, დარიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე იდო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი