სოფელ პირველ მაისში სოციალური სახლის მშენებლობისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა. ამ ეტაპზე დოკუმენტები ზუსტდება. 5 სართულიან საცხოვრებელში ბინებს, სოფელ აგარაში მეწყერ საშიშ ზონაში მცხოვრებლები მიიღებენ.
გამარჯვებულმა კომპანიამ მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში უნდა დაასრულოს. ტენდერის მიხედვით, სამუშაოების ღირებულება მილიონ 530 ათასი ლარია.