წყლის მილი დაწვის გამო სოფელ ბუკნარს წყალი არ მიეწოდება

03 მაისი 2019, 15:14 1542 ნახვა

ქობულეთის სოფელ შუაღელეში წყლის ცენტრალური მილი დაიწვა. რის გამოც ბუკნარის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. შპს ქობულეთის წყლის დირექტორი ფაქტს ვანდალურ ქმედებას უწოდებს. ამ დროისთვის ადგილზე ქობულეთის წყლის თანამშრომლები მუშაობენ.

აღნიშნული წლის მილი ღია მდგომარეობაშია და მიმდინარეობს თუნუქის სპეციალური მასალით შეფუთვა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი