პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება.
სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის ეტაპი ღია იქნება, ხოლო კითხვა პასუხის დროს, სხდომა დაიხურება. ამ ფორმატს ოპოზიციის ნაწილი აპროტესტებს. ითხოვენ რომ კითხვა -პასუხის ეტაპი ღია იყოს.