მსოფლიო მედია ტალახაძეზე წერს

17 აგვისტო 2016, 00:00 2723 ნახვა

''ზებუნებრივი ძალოსანი'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ''დიეფ ვოჩ ნეტი'', რომელშიც ტალახაძის მიერ დამყარებულ ახალ მსოფლიო რეკორდზეა ყურადღება გამახვილებული. ავტორი, აღნიშნავს, რომ დაჯილდოვების ცერემონიალზე ოქროს მედალოსანი ტალახაძის გვერდით მისი თანამემამულე, ბრინჯაოს მედლის მფლობელი ირაკლი თურმანიძე იდგა. ტალახაძის ტრიუმფზე წერენ “ლოს ანჯელეს ტაიმსი” და ,,ბიბისის" რუსული გამოცემა. ძალოსანმა ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა, ჯამში 448 კგ დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ირანელი ფავორიტის ბეჰდად სალიმის დამარცხებაზე ამახვილებს ყურადღებას გამოცემ ,,ენბისი ოლიმპიქსი". 26 წლის სალიმი, რომელიც ქართველი მძიმეწონოსანის უმთავრესი მეტოქე 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახლდათ, ტალახაძეს მთავარ მეტოქედ მიიჩნევდა. 16 აგვისტოს გამართულ შეჯიბრებაში, ირანელ ძალოსანს აკვრაში სამი მცდელობა ჩაეშალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი