ფაქტს ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. „დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო და მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ხანძრის დროს დაშავებულ ჩვენ მოქალაქეებს და სტუმრებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს და ექიმებს, ყველას ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო“, - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.