კურორტ ''ბეშუმში'' ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

04 ივლისი 2017, 20:00 994 ნახვა

კურორტ „ბეშუმში“ ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. ახალი ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიით მხოლოდ კურორტის აბონენტები ისარგებლებენ და არა მიმდებარედ მცხოვრები მოიალაღეები. ხულოს გამგბლის განმარტებით, აქამდე  დამსვენებლები და მოიალაღეები საერთო ქსელით სარგებლობენ, რის გამოც ხშირად ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა იქმნება.  

კურორტისთვის დამოუკიდებელი დენის წყაროს მისაღებად ახალი პროექტი შეიძინეს.  ბესიკ ბაუჩაძის განმარტებით, ტექნიკურ პირობებზე „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სამუშაოები ორ თვეში დასრულდება. ტენდერი 300 ათას ლარზეა გამოცხადებული. ბეშუმში ტურისტული სეზონი 15 ივლისიდან გაიხსნება.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი