ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ქობულეთშიც მოხდა. დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს მენეჯერის ინფორმაციით, ერთი მათგანი გუშინვე ბინაზე გაეწერა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი - ოზურგეთის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.