ქობულეთში ყვავილების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქაღალდისგან დამზადებული ხელნაკეთი ყვავილების ნამუშევრები, ჩატარდა სწავლება თუ როგორ მზადდება ცოცხალი და ხელოვნური ყვავილების თაიგულები.
ღონისძიება ასოციაცია „ღირსეულმა სიბერემ“, ქობულეთის მუზეუმმა და კულტურის ცენტრმა გამართეს.