შეიარაღებულ ძალებს 115 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია ნოქალაქევის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. ფიცის დადებამდე რეკრუტებმა სამთვიანი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს სპეციალური სიგელები გადაეცათ. დღეიდან დასავლეთ სარდლობის წვევამდელების ორი ოცეული მეორე ქვეით ბრიგადაში, ხოლო ერთი ოცეული მესამე ქვეით ბრიგადაში გადანაწილდება.