11-12 მარტის აქციისას დაკავებული პირების ოჯახის წევრები და ადვოკატები ბათუმის პროკურატურის ხელმძღვანელობას შეხვდნენ

14 ივნისი 2017, 20:00 700 ნახვა

11-12 მარტის აქციისას დაკავებული პირების ოჯახის წევრები და ადვოკატები ბათუმის პროკურატურის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. ადვოკატი თენგის კახიძის განცხადებით მათ აინტერესებდათ, თუ რას ფიქრობენ პროკურატურის წარმომადგენლები სასამართლო პროცესზე და შეიძლებიდა თუ არა დაკავებული პირების საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, პროკურატურის წარმომადგენლებმა მათ ბრალდებულებისთვის სასჯელად 2 წელი პატიმრობა და 3 წელი პირობითი სასჯელი შესთავაზეს, რაც მათთვის მიუღებელია. დაკავებულების ოჯახის წევრთა განცხადებით, ბრალდებულები უდანაშაულოები არიან და ისინი უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი