სუვენირებით მოვაჭრეები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ

14 ივნისი 2017, 20:00 775 ნახვა

სუვენირებით მოვაჭრეები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ. დღეს მოვაჭრეებმა  თვითმმართველობის შენობასთან  მორიგი აქცია გამართეს. ისინი გიორგი ერმაკოვს დაპირებული ჯიხურების განთავსებას  სთხოვენ.  70 ჯიხური ლენინისა და გოგებაშვილის ქუჩებზე იყო განთავსებული, რომელიც მერიამ 22 მაისს აიღო.

აქციის მონაწილეების თქმით დანაპირები 26 ჯიხურიდან მერია მათ კიდევ ორის დათმობას სთხოვს, რასაც არ თანხმდებიან. მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, პრესსამსახურში კი ჯიხურების დათმობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ. ასევე არ ადასტურებენ აუქციონის გამართვასაც. თეკლა ჩიჩუას თქმით, მოვაჭრეებს ჯიხურები იჯარით გადაეცემათ, რომლის ყოველ თვიური მომსახურეობა 250 ლარი იქნება. მოვაჭრეები კი თავიათი საქმიანობის გაგრძელებას 2-3 დღეში შეძლებენ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი