ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე პირველი ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა მაზარ-ი-შარიფში გეგმიური პატრულირება განახორციელა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სამოქმედო არეალში უსაფრთხოების კონტროლის მიზნით სათვალთვალო პუნქტები დაიკავეს. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“იანვრიდან ასრულებს. ასეულის უმთავრესი ამოცანა სამოქმედო არეალში პატრულირებაა.