საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ენ-დი-აის თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტს შეხვდა. საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, ქვეყნის მიღწევები, მიზნები და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები - მხარეებმა შეხვედრისას ამ საკითხებზე ისაუბრეს. სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.