11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებული 9 პირის საქმეზე იმსჯელეს დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დაიკითხა ბრალდების მხარის 6 მოწმე, ის პირები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები აწარმოეს. წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს გამოძიება მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება. ბრალდება 4 დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარე პროკურატურის ბრალდებას არ იზიარებს. ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.