ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. დარღვევებისთვის 3 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. მონიტორინგი უწყებამ აგრარულ ბაზრებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარა. შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ ხორცს არ ახლდა ვეტერინარული მოწმობა „ფორმა N2“. იგი რეალიზაციიდან ამოღებულია.