ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა. სხდომაზე გენდერული ბიუჯეტის საკითხები განიხილეს.
ეს შეხვედრა ბათუმში პირველად ჩატარდა, რომელსაც გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.