ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება

08 ივნისი 2017, 20:00 818 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება, რადგან მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლო განხილვები დახურა. ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაესწრება, რომლის შუამდგომლობა პროცესების მონიტორინგის შესახებ მოსამართლემ გუშინ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან, რის შემდეგაც პროკურატურა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას დაიწყებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი