შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში წყალსადენის მშენებლობა მიმდინარეობს. 6 ტონიანი წყლის ავზით მახალაკიძეების ორი უბნის, 80-მდე ოჯახი ისარგებლებს. ადგილობრივები წყლის სისტემის რეაბილიტაციას წლებია ითხოვდნენ. ავზით ადგილობრივები ივლისის დასაწყისიდან ისარგებლებენ.