ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასტუმრო "არმაზის" საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მოსამართლე ირაკლი შავაძე ხელმძღვანელობს. ამ წუთებში სასამართლო პროცესზე მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს. პროცეზე მხარეები ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ.
როგორც ცნობილია, ორი წლის წინ, ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა. დაღუპულები რუსთავის ცეკვის ერთ-ერთი ანსამბლის წევრები იყვნენ.