ქობულეთში საკურორტო სეზონისთვის ემზადებიან

07 ივნისი 2017, 20:00 772 ნახვა

ქობულეთში საკურორტო სეზონისთვის ემზადებიან.  ივნისის ბოლოს 4 ახალი სკვერისა და  აღმაშენებლის ქუჩიდან თამარ მეფის სანაპირომდე 5 გადასასვლელის მოწყობა  დასრულდება.  პარალელურად, განათების სისტემა დამონტაჟდება, ბილიკები ფილებით მოპირკეთდება და მწვანე ზოლები მოეწყობა,  სკვერებში დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები განთავსდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის განცხადებით სამუშაოებისთვის 508 ათასი ლარი დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი