მწერების მიერ გადამტანი დაავადებების პრევენციის მიზნით, ბათუმში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. კომპლექსური ღონისძიებები ორ ეტაპად ჩატარდება. სამუშაოები მილიონ 520 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდება. სადეზინფექციო სამუშაოებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.