საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-უკრაინის ინტენსიურ თანამშრომლობაზე და ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მხარეებმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა დაადასტურეს.