გურამ თამაზაშვილის საღამო

05 ივნისი 2017, 20:00 751 ნახვა

ქობულეთის კულტურის სახლში გურამ თამაზაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენების კავალერი, „ქართული ხმების სოლისტი" და ანსამბლ „ალილოს" დამაარსებელი გურამ თამაზაშვილი გაიხსენეს. 

კონცერტი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „მხედრულის“, ანსამბლ „ქობულეთისა“ და ანსამბლ „ბათუმელების“ მონაწილეობით ჩატარდა.  მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა. საღამოზე გურამ თამაზაშვილის მიერ დაწერილი ლექსები პირველად წაიკითხეს .

ამავე კატეგორიაში