სიგარეტის ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებს რეალიზაციის მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდათ. დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.