ბათუმი ცენტრალში საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი იხსნება

15 მაისი 2017, 20:00 641 ნახვა

ბათუმი ცენტრალში საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი იხსნება. ახალ საინფორმაციო ცენტრში რკინიგზის მგზავრებსა და რეგიონის სტუმრებს აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. იქვე იქნება შესაძლებელი აჭარაში დამზადებული ადგილობრივი სუვენირების, პროდუქტებისა და მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით კონკრეტული ტურების შეძენაც. ზაფხულში, რეგიონის მასშტაბით ტურისტებს 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი მოემსახურება. სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მომსახურებით 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა, რაც 94%-ით აღემატება 2015 წელს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი