ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა დაიწყეს. ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი აღნიშნული ადგილებს ორმაგად შეამოწმებენ. კერძოდ, ჩაუტარდებათ როგორც ტექნიკური ინსპექტირება, ასევე ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებს და შეფასდება, რამდენად შეესაბამება ისინი კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.