აჭარის ოსმალთა ბატონობისგან გათავისუფლების 99-ე წლისთავი

14 მაისი 2017, 20:00 1070 ნახვა

აჭარაში ოსმალთა ბატონობისგან გათავისუფლების 99 წლისთავი დღეს აჭარის მამულიშვილთა კავშირის წევრებმა აღნიშნეს. ისინი  იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც  სამასწლოვანი ბატონობისგან რეგიონის გათავისუფლებისა და მისი დედა-სამშობლოში დაბრუნებისადმი მიძღვნილი მემორიალი უნდა განთავსდეს.  ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, 1918 წლის 15 მაისს, მემედ აბაშიძის მეთაურობით, ოსმალეთის მიერ მიტაცებული ქართული ტერიტორიების გამათავისუფლებელი კომიტეტი დააარსდა. ორგანიზაციის 2- წლიანი ბრძოლის შედეგად, ბათუმი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი