მეორე დღეა ბათუმში ბუნებრივი აირის სუნია. როგორც სოკარ ჯორჯიას ცხელ ხაზზე ამბობენ, კომპანიაში ამ ხნის განმავლობაში ასობით ზარი შევიდა. მოქალაქეები კორპუსების სადარბაზოებში და ბინაში გავრცელებული სუნის გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ. თუმცა კომპანიაში ირწმუნებიან, რომ საშიში არაფერია და ბუნებრივ აირს ოდორანტი პროფილაქტიკის მიზნით დაემატა.