დამშრალი არდაგანის ტბა და უწყებებში ''გაბნეული'' პასუხისმგებლობა

03 მაისი 2017, 20:00 1183 ნახვა

ბათუმში, ე.წ. მოცეკვავე შადრევანთან ტბა დამშრალია. რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების თქმით  ტერიტორიაზე ფეკალიების სუნია. დანგრეულია ხიდი და დამშრალია წყალი ე.წ. ჩინური რესტორნის ირგვლივაც, რომლის გვერდითაც კაპიტალურ ნაგებობას აგებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შეეცადა გაერკვია რა შენდება ამ ტერიტორიაზე და როგორი იქნება სეზონის დასაწყისში ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი. კონკრეტულად, რომელ უწყებას ეკუთვნის ტბის მოვლა-პატრონობა ბოლომდე ამის გარკვევა დღეს გაჭირდა. 


ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორია ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ბალანსზეა. რაც შეეხება უშუალოდ, მშენებლობას, რომელიც არდაგანის ტბის კუნძულზე მიმდინარეობს, თეკლა ჩიჩუას განცხადებით: გაცემულია  ერთსართულიანი კაპიტალური შენობის აგების  ნებართვა. მერიის პრესსამსახურში ვერ აკონკრეტებენ დარჩება თუ არა ჩინური რესტორნის შენობა და ხიდი. ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე აცხადებს, რომ სააგენტოს ბალანსზე ეს ობიექტი არ არის. მათ არც მოვლა-პატრონობა ევალებათ და არც ცვლილებებზე აქვთ ინფორმაცია.

კიდევ ერთი უწყება, რომელიც ტბის მოვლა-პატრონობაზე შესაძლოა იყოს პასუხისმგებელი, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაა. ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილის, გოჩა მჟავანაძის განცხადებით, არდაგანის ტბის მხოლოდ მიმდებარე ტერიტორია ეკუთვნის ბულვარს, მშენებლობებსა და კონცეფციაზე კი, პასუმსგებელი არ არიან, რადგან ტბის კუნძული მათ ბალანსზე არ არის.  

კიდევ ერთი უწყება რომელსაც კითხვები  ე.წ. არდაგანის ტბის შესახებ დაუსვით კომპანია  "ბათუმის წყალია".  კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტბაში ფეკალური მასები არ ჩადის, რაც შეეხება ტბის დაშრობას, ამბობენ რომ მშენებლობის ხელშეწყობის გამო წყლის დონე დაწიეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი