მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის შემოვლით გზაზე

22 აპრილი 2017, 20:00 913 ნახვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის  შემოვლით გზაზე. გარდაცვლილია  ხუთი ადამიანი მათ შორის ერთი ორსული ქალია. მათგან 4 კი  ქობულეთში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრი არიან. ერთმანეთს ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ  საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  გამგეობის ინფორმაციით, გარდაცვლილებს ქუთაისში ექსპერტიზა ჩაუტარდათ, მოგვინებით კი ქობულეთში, საკუთარ სახლებში გაადასვენეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი