“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დღეს გონიოს ხიდის რეაბილიტაციის ვადები გააპროტესტეს. ნოდარ დუმბაძის განცხადებით, პროცესი ამ დრომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “ზიმოს”, ხიდის რეაბილიტაციის ნაცვლად, დენდროლოგიურ პარკში ხეები გადააქვს. პარტიის წევრი ხელისუფლებას მოუწოდებს, კომპანიასთან კონტრაქტი შეწყვიტოს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროცესის გადავადება ზამთარში მოსულმა უხვმა ნალექმა განაპირობა. ირაკლი შანავას თქმით, გონიოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 ივნისამდე დასრულდება.