არასამთავრობო ორგანიზაცია “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის” კვლევის პრეზენტაცია გამართა

06 აპრილი 2017, 20:00 722 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის” კვლევის პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამაზ მჟავანაძე აცხადებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის დასადგენად, კვლევა ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქედაში ჩატარდა. 
18 წელს ზემოთ 100 პირი გამოიკითხა, რომელთაგან 65% ქალი, 35% კი მამაკაცი იყო. თამაზ მჟავანაძის განცხადებით, კვლევით დადგინდა, რომ შეზღუდული შეასძლებლობის მქონე პირების შესახებ საზოგადოება ცუდად არის ინფორმირებული.

ამავე კატეგორიაში