დონალდ ტრამპმა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა

06 აპრილი 2017, 20:00 794 ნახვა

დონალდ ტრამპმა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. შეერთებულმა შტატებმა პროვინცია ჰომსში ახალი თავდასხმა განახორციელა. პენტაგონის ინფორმაციით, სირიის ,,შაირატის" აეროდრომის მიმართულებით ,,ტომაჰოკის" ტიპის 59 რაკეტა გაუშვეს. ავიაიერიშის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. 
ვაშინგტონში განაცხადეს, რომ სარაკეტო იერიში დამასკოს მიერ იდლიბში ქიმიური თავდასხმის საპასუხო ნაბიჯი იყო, რომლის შესახებ თეთრმა სახლმა სირია გააფრთხილა. 
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მან წერტილოვანი დარტყმების განხორციელების ბრძანება  იმ ბაზაზე გასცა, რომლიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. 
ფაქტს ოფიციალური თეირანი გამოეხმაურა და ავიათავდასხმებს დამანგრეველი და სახიფათო უწოდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი