ხელვაჩაურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და პირველი ეტაპი წელს დასრულდა

04 აპრილი 2017, 20:00 967 ნახვა

ხელვაჩაურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და პირველი ეტაპი წელს დასრულდა. ორსართულიანი შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია. მოეწყო პანდუსები და  ლიფტი დამონტაჟდა.    პროექტის თანახმად, სარემონტო სამუშაოებზე 837 555 ლარი დაიხარჯა. ნაწილობრივ მინით შეიფუთული კულტურის სახლის  დარბაზი, რომლის სცენა ლითონის კონსტრუქციით შეიკრა, 450 მაყურებელს დაიტევს.   სამუშაობს კომპანია „ნიკა“ აწარმოებს.   მეორე ეტაპის სამუშაოები  სცენისა და განათების სისტემის მოწყობას, ასევე, დარბაზის ინვენტარით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. სამუშაოებზე 50 ადგილობრივია  დასაქმებული.

      რეგიონში, 2013 წლიდან დღემდე, 17 სასოფლო კლუბის   რეაბილიტაციისთვის 188 550 ლარი დაიხარჯა. კულტურის სახლებისა და სასოფლო კლუბების აღდგენა-რეაბილიტაცია  ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების, თეატრალური დასების, ხელოვნების წრეების განვითარებასა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას შეუწყობს ხელს.
 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალშენის კულტურის სახლშიც დაიწყო, სადაც რემონტი 50 წელზე მეტია არ ჩატარებულა. 600 მაყურებელზე გათვლილი დარბაზის აღსადგენად  ადგილობრივი ბიუჯეტიდან   422 199 ლარი გამოიყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი