ნატოს კვირეული

04 აპრილი 2017, 20:00 804 ნახვა

ნატოს კვირეულის ფარგლებში, ალიანსის სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ ხულოს გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა და ნატო-საქართველოს ურთიერთობები  განიხილა.  შეხვედრის მიზანი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებაა. ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეათედ,  2-11 აპრილამდე აღინიშნება. ღონისძიების მხარდამჭერები საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი არიან.

ამავე კატეგორიაში