კამპანიის ,,ეს შენ გეხება” წარმომადგენლები, დღეს, სახალხო დამცველს შეხვდებიან და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, მათ პოზიციას გააცნობენ. ისინი აცხადებენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ის უკანონო მოსმენების შეწყვეტას ვერ უზრუნველყოფს.
არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობენ. პარალელურად, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხი განიხილება.