კურორტ ბეშუმში შიდა გზების რეაბილიტაცია კომპანიამ განსაზღვრულ ვადებში ვერ შეასრულა

03 აპრილი 2017, 20:00 856 ნახვა

კურორტ ბეშუმში შიდა გზების რეაბილიტაცია კომპანიამ განსაზღვრულ ვადებში ვერ შეასრულა, რის გამოც ხულოს გამგეობამ „ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში“ დააჯარიმა. კომპანიაში   კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბარში კი, სამუშაოების განსაზღვრულ დროში დაუსრულებლობას, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს   უკავშირებენ. საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. პირველი ინსტანციის მოსამართლემ გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა და  გამგეობას შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოსთვის  122 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ხულოს გამგეობა ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. “ქართული ოცნების” წევრი გურამ სურმანიძე საკითხით დაინტერესებას აუდიტის სამსახურისა და შესაბამისი უწყებებისგან ითხოვს. ბეშუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

ამავე კატეგორიაში