სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრი ქალები ”ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებლის რუსუდან კერვალიშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოს. რჩეულიშვილების ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული პროკურატურას ქონებაზე ყადაღის მოსხნას სთავაზობდა. დაზარალებულების სასარგებლოდ კი ამ თანხის გამოყენებას გეგმავდა. მარიამ ცუცქირიძე აცხადებს, რომ პროკურატურისგან უარი მიიღო. რუსუდან კერვალიშვილის ინტერესებისდამცველი საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებას კვლავ აპირებს.