ადვოკატი ბუხრაძის ჩვენებას ასაჯაროვებს

30 მარტი 2017, 20:00 643 ნახვა

11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე დაიკითხა. სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა ზაზა პაპიძემ განაცხადა, რომ კახა ბუხრაძემ ჩვენება 16 მარტს მისცა, ადვოკატებს კი საქმის მასალები 26 მარტს გადაეცათ. მისივე თქმით, საქმის მასალების თანახმად, აჭარის პოლიცის უფროსი დაკითხვისას არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელ მერაბ ღოღობერიძეზე საუბრობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი